ყაზაიშვილის სამქულიანი გოლი ჩინეთში

0
9

ვაკო ყაზაიშვილმა „შანდუნის“ რიგებში მიმდინარე სეზონში ჩინეთის სუპერლიგაში თავის ანგარიშზე მეორე გოლი ჩაიწერა. მე-5 ტურში „შანდუნმა“ სტუმრად „ჰენანი“ 33 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველის გოლიით დაამარცხა.
ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. 42-ე წუთზე მასპინძლების მეკარე საჯარიმოს გარეთ დიდი მანძილით გამოვიდა და მკერდით ვერ დაიმორჩილა ბურთი, რომელსაც ვაკო დაეუფლა და დაახლოებით 23-24 მეტრიდან ცარიელ კარში გაიტანა.
ზაქარია ბეგლარიშვილმა „ნომეს“ მაისურით ესტონეთის უმაღლეს დივიზიონში ამ სეზონში მეორე ბურთი შეაგდო. მე-6 ტურში შინ „ნარვასთან“ 5:1 მოგებულ თამაშში ის სასტარტოში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. 51-ე წუთზე ბეგლარიშვილის დარტყმის მერე ანგარიში 3:1 გახდა.
ლაშა თაბაგარი