ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურში „ლივერპულმა“ შინ „ფულემი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მან პრემიერლიგაში გოლი მეორე შეხვედრაში არ გაუშვა, ხოლო საერთო ჯამში მერსისაიდელთა მაისურით მესამე „მშრალი“ თამაში ჩაატარა.
„ფულემს“ ფეხბურთელებს მასპინძლებისთვის ბევრი პრობლემა არ შეუქმნია და კარის ჩარჩოში ოთხჯერ მოახვედრეს ბურთი, რომლის დაუფლება გიორგის არ გაჭირვებია.
მატჩის 36-ე წუთზე ანგარიში ნგუმოამ გახსნა, ხოლო ოთხ წუთში „ფულემის“ კარი სალაჰმა აიღო. „ლივერპული“ 52 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა.
„ლივერპული“ 14 აპრილს ჩემპიონთა ლიგაში საპასუხო შეხვედრას ხვიჩა კვაარცხელიას პსჟ-სთან ჩაატარებს. მამარდაშვილის გუნდმა პირველი თამაში სტუმრად 0:2 წააგო და ერთი გოლის გამტანი ხვიჩა საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი





