დავითაშვილმა „სენტ-ეტიენს“ მოაგებინა

0
9

„სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 2-ის 30-ე ტურში შინ „დიუნკერკთან“ მატჩში სამი ქულა ზურიკო დავითაშვილის წყალობით აიღო – 2:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა განვლილი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. 22-ე წუთზე ანგარიში სტასენმა გახსნა, ხოლო ოთხ წუთში რობინეტმა პენალტიდან საპასუხო ბურთი გაიტანა.
66-ე წუთზე „სენტ-ეტიენის“ ფეხბურთელმა მეტოქის ნახევარზე „დიუნკერკის“ შუახაზელს აართვა ბურთი, რომელსაც დავითაშვილი დაეუფლა და თითქმის 18 მეტრიდან მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ერთხელ თავი საფრანგეთის თასზე გამოიჩინა. „სენტ-ეტიენი“ 57 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა და ქულით ჩამორჩება „ტრუას“, რომელმაც ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი