ზივზივაძის მეორე გოლი სეზონში

0
8

ბუდუ ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა. ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა „ჰაიდენჰაიმმა“ შინ ბერლინის „უნიონი“ 3:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 2:1 იგებდნენ. მან 79-ე წუთზე ბურთი ბერლინელთა საჯარიმოში მიიღო და ორ მცველს გაცდა, რის შემდეგ ზუსტად დაარტყა – 3:1. ზივზივაძემ პირველი გოლი შარშან პირველ ნოემბერს შეაგდო.
ქართველმა ფეხბურთელმა თავი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზეც გამოიჩინა, მაგრამ მსაჯმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და ბუდუმ დუბლი ვერ შეასრულა. „ჰაიდენჰაიმი“ 19 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი