ლუჩანო სპალეტიმ ტურინის „იუვენტუსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება. 67 წლის სპეციალისტმა ტურინელებს თავისი მომავალი 2028 წლის ივნისამდე დაუკავშირა. მას ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა.
სპალეტი „იუვეს“ სათავეში 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს ჩაუდგა. ის 2023-2025 წლებში იტალიის ეროვნულ გუნდში მუშაობდა. მანამდე, სპალეტი „ანკონას“, „ვენეციას“, „ემპოლის“, „სამპდორიას“. „უდინეზეს“, „ზენიტს“, „რომას“, „ინტერს“ და „ნაპოლის“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





