გიორგი მაისურაძემ ჟიტომირის „პოლესიეს“ მაისურით უკრაინის პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. 23-ე წუთზე ჟიტომირელებმა სტუმრად „პოლტავა“ 4:0 დაამარცხეს და თავისი გუნდის წარმატებაში წვლილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა მარჯვენა მცველმა შეიტანა.
მაისურაძემ შეუცვლელად ითამაშა და 71-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 3:0 იგებდნენ, მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი მცველს ფინტით გაექცა, რის შემდეგ ახლო კუთხეში „შეაგდო“.
მაისურაძე „პოლესიეში“ მეორე წელია გამოდის და მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა. ჟიტომირელები 46 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა არიან.
ლაშა თაბაგარი





