ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. პსჟ-მ პირველ მატჩში შინ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ 2:0 აჯობა, ხოლო ერთი გოლის გამტანი საქართველოს ეროვნული გუნდის ლიდერი საუკეთესო მოთამაშედ გახდა. ის მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მესამედ შეიყვანეს, ხოლო თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მესამედ დაასახელეს.
ტურის საუკეთესო ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნის“ გერმანელი მეკარე მანუელ ნოიერი გახდა, რომელმაც სტუმრად მადრიდის „რეალთან“ მოგებულ შეხვედრაში საუცხოოდ ითამაშა.
1/4-ფინალის პირველი მატჩების შემდეგ, ტურის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე: ნოიერი („ბაიერნი“).
მცველები: არაუხო („სპორტინგი“), ლე ნორმანი („ატლეტიკო“), მარკინიოსი (პსჟ), სტანიშიჩი („ბაიერნი“).
ნახევარმცველები: კიმიხი („ბაიერნი“), ჟოაო ნევეში (პსჟ), ჰავერცი („არსენალი“).
თავდამსხმელები: იამალი („ბაიერნი“), კვარაცხელია (პსჟ), ხულიან ალვარესი („ატლეტიკო“).
ლაშა თაბაგარი





