კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში „რუსთავმა“ გია ცეცაძის ხელმძღვანელობით ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა, რომელსაც გიორგი ჭიაბრიშვილი წვრთნის და 3:0 დაამარცხა.
პირველი ტაიმის შუაწელში ირაკლი იაკობიძემ თავის ნახევარზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილის მოტყუება მოინდომა, რომელმაც ბურთი აართვა და საჯარიმოში შესულმა პასი კარის წინ მდგომ უერდი მარას მისცა, ხოლო ალბანელმა ნახევარმცველმა ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა.
შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე, „რუსთავმა“ კუთხური ჩააწოდა და განელმა თავდამსხმელმა სოლომონ კესიმ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.
61-ე წუთზე არგენტინელმა შუახაზელმა კევინ სეიხასმა კუთხურის შესრულების დროს საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, რომელსაც იაკობიძემ ერთი შეხებით მიწაზე დაუშვებლად ადგილი კარში მიუჩინა.
64-ე წუთზე კეიხასმა კიდევ ერთი კუთხური შეასრულა და კარიდან გამოსულმა მათე თურმანიძემ ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც ბრაზილიელ ჟან ალმეიდას მიუვიდა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიშში სხვაობა გაზარდა.
მატჩის დასრულებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, რომ მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში მყოფმა უკრაინელმა არტიომ მილჩენკომ ბურთი კარს ააცილა. 90-ე წუთზე ავთანდილ გუჯაბიძემ დაახლოებით 20 მეტრიდან დაარტყა და ბურთი ანდრონიკაშვილს ფეხზე შეეხო, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა.
„რუსთავმა“ მიმდინარე სეზონში მეორე თამაში მოიგო და 7 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეოთხეა, ხოლო ბათუმელებმა წელს პირველი თამაში წააგეს და 6 ქულით მეხუთეა.
პარალელურად გამართულ მატჩში, ლადო ბურდულის თავკაცობი ტყიბულის „მეშახტემ“ წყალტუბოში ანზორ კიღურაძის თბილისის „სპაერი“ მიიღო და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ.
რუსთავი 3:0 დინამო ბთ
ლაშა თაბაგარი





