შოთა ნონიკაშვილმა „ჩერკასის“ მაისურით მიმდინარე სეზონში უკრაინის პრემიერლიგაში თავისი მესამე გოლი გაიტანა. 22-ე ტურში „ჩერკასი“ სტუმრად „კრივბასს“ შეხვდა და 3:0 სძლია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაშ არ იყო და თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც „ჩერკასი“ 2:0 იგებდა. 84-ე წუთზე პარტნიორის პასის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ნონიკაშვილმა ერთი შეხებით ვარდნაში გაიტანა. მან ამ სეზონში ჩერკასელთა რიგებში 20-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო, პლუს 1 საგოლე პასი შეასრულა. „ჩერკასი“ 50 ქულით პრემიერლიგაში ლიდერია.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 28-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ გასვლაზე „ბრაუნშვაიგს“ დაუზავდა – 1:1. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა შეუცვლელად ითამაშა. სტუმრები მე-17 წუთზე ნზინგულამ დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან თავი 61-ე წუთზე მიატოვიჩმა გამოიჩინა. „ნიურნბერგი“ 37 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მერვეა.
ლაშა თაბაგარი





