ოთარ კიტეიშვილის მიერ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 26 მარტს თბილისში ისრაელთან 2:2 დასრულებულ ამხანაგურ მატჩში მიღებული ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.
ავსტრიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში გრაცის „შტურმი“ სტუმრად ვენის „რაპიდს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ოთარ მამაგეიშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 34-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 73-ე წუთზე მამაგეიშვილმა შეცვალა.
სტუმრები მე-13 წუთზე ვალციმ დააწინაურა, ხოლო 52-ე წუთზე „რაპიდის“ კარი იატამ აიღო. მოქმედი ჩემპიონი „შტურმი“ 26 ქულით საჩემპიონო ექვსეულში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





