„ჰოფენჰაიმმა“, რომელშიც ბუდუ ზივზვაძე გამოდის, გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში ფრედ ზედიზედ მეორე მატჩი დაასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა სტუმრად მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“ ისევ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 62-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-16 წუთზე მასპინძლები მოჰიამ დააწინაურა, ხოლო 26-ე წუთზე სტუმრებიდან ანგარიში მაინკამ გაათანაბრა. 64-ე წუთზე ბუშმა „ჰაიდენჰაიმი“ წინ გაიყვანა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და გოლი ჰონორატისგან გაუშვა. „ჰაიდენჰაიმი“ 16 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
„ჰამბურგმა“ თავის მოედანზე „აუგსბურგთან“ 1:1 ითამაშა და ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. სტუმრები 22-ე წუთზე არტურ ჩავესმა დააწინაურა. მე-60 წუთზე კონიგსდორფმა ანგარიში გაათანაბრა. 64-ე წუთზე მასპინძლები კაცნაკლული დარჩნენ, რადგან მუჰეიმმა უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. „ჰამბურგი“ 31 ქულით მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





