16-წლამდელებმა ბულგარეთის ტურნირი გამარჯვებით დაიწყეს

0
12

საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის ბულგარეთში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე, პირველი მატჩი ჩაატარა და მეტოქეს, 3 უპასუხო გოლით – 3:0 სძლია.
სამხრეთ აფრიკასთან შეხვედრაში, ანგარიში მე-15-ე წუთზე ჯუმბერ დუმბაძემ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის 56-ე და 67-ე წუთებზე თავი ნიკოლოზ სახვაძემ გამოიჩინა.
|გიორგი ჩიტაურის გუნდი, შემდეგ მატჩს ორშაბათს, 6 აპრილს, 16:00 საათზე, მასპინძელი ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის ოქმი – სამხრეთ აფრიკა 0:3 საქართველო
ლაშა თაბაგარი