გიორგი ქოჩარაშვილი გამოჯანმრთელდა და ლისაბონის „სპორტინგის“ განაცხადში მოხვდა. მანამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ზედიზედ 9 მატჩში პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონის სათადარიგოთა სკამზე არ იჯდა.
28-ე ტურში „სპორტინგმა“ შინ „სანტა კლარას“ 4:2 აჯობა, ხოლო ქოჩორაშვილი თამაშში არ ჩართულა. სტუმრები მე-3 წუთზე კლისმანმა დაწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი პენალტიდან გონსალვეშმა გაიტანა. 39-ე წუთზე „სპორტინგი“ წინ ბრაგანცამ გაიყვანა. 42-ე წუთზე ტრინკაომ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 89-ე წუთზე „სანტა კლარადან“ თავი პასიენსიამ გამოიჩინა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე თავი ნელმა გამოიჩინა. „სპორტინგი“ 68 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





