კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურში „სამგურალმა“ წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში „რუსთავი“ მიიღო და მინიმალური სხვაობით აჯობა. შეხვედრის 42-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე ბურთი ლაშა შერგელაშვილმა დაკარგად და რუსთაველთა იაპონელმა კაპიტანმა იუტა ნაკანომ დაიწყო კონტრშეტევა, ხოლო საჯარიმოში მყოფი ნიკოლოზ ქუთათელაძის დარტყმული მეკარემ მოიგერია, მაგრამ კარი წინ მდგომა ბრაზილიელმა ჟან ალმეიდამ ანგარიში გახსნა.
52-ე წუთზე სტუმართა ნახევარზე დანიშნული საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს, ნიკა ხორხელმა მარჯვენა ფლანგიდან და საკმაოდ მახვილი კუთხიდან პირდაპირ კარში გაგზავნა, რომელიც მეკარე პაპუნა ბერიაშვილის შეცდომის გამო, ბადეში აღმოჩნდა.
77-ე წუთზე რუსთაველთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი ნიკა ცეცხლაძე თავის საჯარიმოში ბრაზილიელმა დავით ოლივერიამ წააქცია. მთავარმა მსაჯმა ბაკურ ნინუამ პენალტი დანიშნა, რომელიც ბრაზილიელმა ველისოლმა გამოიყენა – 2:1.
გიორგი ონიანის გაწვრთნილი „სამგურალი“ 8 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო „რუსთავმა“ გია ცეცაძის ხელმძღვანელობით ზედიზედ მეორე თამაში წააგო და 4 ქულით მეშვიდეა.
სამგურალი 2:1 რუსთავი
ლაშა თაბაგარი





