ხოსეპ გვარდიოლა ინგლისის პრემიერლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტის“ ესპანელი თავკაცის ხელფასი თვეში 1,92 მილიონი ევროა. მეორე ადგილზე ლონდონის „არსენალის“ ესპანელი მწვრთნელი მიკელ არტეტაა (1,25 მილიონი ევრო), ხოლო მესამეზე ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ესპანელი დამრიგებელი უნაი ემერი (770000 ევრო).
გვარდიოლა “სიტის” 2016 წლის ზაფხულიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით მანჩესტერელებმა ინგლისის პრემიერლიგა 6-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი ხუთჯერ, ინგლისის ასოციაციის თასი ორჯერ, ინგლისის სუპერთასი სამჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოიგეს.
ლაშა თაბაგარი





