მირჩა ლუჩესკუ რუმინეთის ნაკრების მწვრთნელი აღარაა

0
16

მირჩა ლუჩესკუმ რუმინეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესებაა. 29 მარტს 80 წლის სპეციალისტი სლოვაკეთთან მატჩამდე ვარჯიშზე შეუძლოდ გახდა და სასწრაფოდ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მხცოვან მწვრთნელს უახლოს თვეებში თავის სტრუქტურაში სხვა პოზიციაზე დაასაქმებენ.
ლუჩესკუ რუმინელებს 2024 წლის აგვისტოს სათავაში მეორედ ჩაუდგა. მანამდე, თავისი ქვეყნის ნაკრებს 1981-1986 წლებში ავარჯიშებდა. გარდა ამისა, ის ბუქარესტის „რაპიდს“, მილანის „ინტერს“, „გალათასარაის“, დონეცკის „შახტარს“, „ბეშიქთაშს“, „ზენიტს“, კიევის „დინამოს“ და თურქეთის ნაკრებს უძღვებოდა.
მან „გალათსარაის“ ევროპის სუპერთასი მოაგებინა, ხოლო „შახტარს“ უეფას თასი.
ლუჩესკუს შემცვლელებს შორის მთავარ კანდიდატად ლეგენდარული რუმინელი ფეხბურთელი გეორგე ჰაჯი სახელდება.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 ივნისს თბილისში რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი