ევროპის 2027 წლის შესარჩევი ციკლის F ჯგუფში მალტასთან საშინაო მატჩამდე კომენტარი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებმა ლუკა პარკაძემ და ნიკოლოზ დადიანმა გააკეთეს.
ლუკა პარკაძე: „სამწუხაროა, რომ ლატვიასთან ვერ მოვიგეთ. 10 კაცით დავრჩით, რაც გადამწყვეტი ფაქტორი იყო. აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მალტასთან მოვიგოთ და ეს შეკრება ჩვენს სასიკეთოდ დასრულდეს“.
ნიკოლოზ დადიანი: „განვიხილეთ წინა თამაშის, როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მომენტები. თითოეული ფეხბურთელი 100%-ით მზადაა. მალტის ნაკრებიც შევისწავლეთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გულშემატკივარს სანახაობა მოვუწყოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ“.
საქართველო-მალტას დაპირისპირება ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





