კარლო ანჩელოტის აზრით, ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის მოსაგებად ნიჭი და დაცვაში საიმედო თამაში სჭირდება.
„ცხადია, რომ უნდა მოვუმატოთ. კარგად ვიცით მსოფლიო ჩემპიონატზე რის გაკეთება გვსურს. სიმშვიდე და ცივსისხლიანობა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან სამწვრთნელო შტაბი და ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია დარწმუნებულია, რომ სწორ გზაზე ვართ. ვფიქრობ, ამ მომენტისთვის კარგად ვიმუშავეთ. ჩვენ ამ გზის კარგ ეტაპზე ვართ. მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მზად ვიქნებით.
ბრაზილიას მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ნიჭი, რაც გვაქვს და დაცვაში კარგად თამაში სჭირდება. სხვა გზა არაა. დარწმუნებული არ ვარ, რომ მხოლოდ შემტევი თამაში საკმარისია“ – იუწყება ბრაზილიური მედია მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონის იტალიელი თავკაცის ნათქვამს.
მომავალ მუნდიალზე ბრაზილიელები ჯგუფში მაროკოს, ჰაიტის და შოტლანდიას შეხვდებიან.
ლაშა თაბაგარი





