საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტან ხვიჩა კვარაცხელიას ეიმედება, რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც მწვრთნელსა და მთელ საქართველოს უნდა. მან ამის შესახებ თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელთან 2:2 დასრულებული ამხანაგური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა.
ხვიჩა კვარაცხელია: „მომენტებში დადებითი რაღაცეებიც გავაკეთეთ. მუშაობას გავაგრძელებთ. სექტემბრამდე დიდი დრო გვაქვს. თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად ვემზადებით, რომ სექტემბერს ძალიან მომზადებულები შევხცდეთ. ნაკრებში იმისთვის ჩამოვდივართ, რომ ვიშრომოთ და ახალი რაღაცეები დავამუშავოთ. იმედია, ყველაფერი ისე იქნება როგორც მწვრთნელს და მთელ საქართველოს უნდა.
ძალიან მიხარია, როდესაც საქართველოში ვთამაშობ. ჩემი ქვეყნისთვის გატანილი თითოეული გოლი ემოციურია. ამხანაგური თამაშის მიუხედავად, თქვენც ხედავთ გოლის გატანა როგორ მიხარია. გავაგრძელებ მუშაობას და ვეცდები ნაკრებს როგორც ამხანაგურ, ისე ოფიციალურ თამაშებში დავეხმარო“.
საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ თამაშს 29 მარტს კაუნასში ლიეტუვასთან ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





