საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის აზრით, ორი ბურთით დაწინაურების შემდეგ, ფეხბურთელები ცოტა მოდუნდნენ. მან ამის შესახებ თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელთან 2:2 დასრულებული შეხვედრის შემდეგ გაანცხადა.
გიორგი მამარდაშვილი: „თამაში კარგად დავიწყეთ და პირველ ტაიმში გოლიც გავიტანეთ. მეორე გოლის გატანის შემდეგ, ალბათ, ცოტა მოვდუნდით, კონცენტრაცია დავკარგეთ და შესაბამისად ჩვენ კარში ორი გოლი მივიღეთ. რთული თამაში გამოვიდა, რადგან ვერ მოვიგეთ და ბოლო წუთებიც რთული იყო“.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 29 მარტს კაუნასში ლიეტუვასთან ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





