ხვიჩა კვარაცხელია: „კაპიტნის სამკლავურის ტარება დიდი ტვირთია“

0
18

ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნად არჩევა დიდი დაფასება და ტვირთია.
ხვიჩა კვარაცხელია: „ეს ძალიან დიდი დაფასებაა და მადლობას გადავუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც გადაწყვიტა რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვყოფილიყავი. ვგრძნობ ამ დაფასებას და მიხარია. ეს პასუხისმგებლობას მანიჭებს, რომ მაგალითი ვიყო თითოელი ფეხბურთელისთვის.
რა თქმა უნდა, გუნდში გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები, რომლებიც ლიდერები არიან და კაპიტნის სამკლავური იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ფეხბურთელს ლიდერი თვისებები არ აქვს. რომელსაც ჩვენს გასახდელში არ გამოავლენს. მიხარია, რომ გასახდელში თითოეული პიროვნება ერთიანი ვართ და ერთი გუნდი ვართ. ჩემთვის თითოეული ფეხბურთელი კაპიტანია და მთავარია, რომ ერთმანეთისთვის ვიბრძოლოთ.
რაც შეეხება ვიცეკაპიტანს, რა თქმა უნდა კიტეიშვილი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ, რომ გვერდით ასეთი ადამიანი მყავს. იმედია, ყველაფერს ისე გავაკეთებთ როგორც გვეკადრება. კაპიტნის სამკლავურის ტარება დიდი ტვირთია, რომელსაც ჩემი აზრით ჩვენს თავზე კარგად ავიღებთ და რაც გვევალება იმას შევასრულებთ“.
კვარაცხელიამ კაპიტნის სამკლავური გურამ კაშიასგან გადაიბარა, რომელიც საერთაშორისო კარიერას 2 ივნისს თბილისში რუმინეთთან გასამართი მატჩის შემდეგ დაასრულებს. 2019 წლიდან დღემდეგ 25 წლის კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში 47 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებს სულ სამ შეხვედრაში უკაპიტნა. 25 წლის ფეხბურთელმა კაპიტნის სამკლაურით 2025 წელს სტუმრად ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ, თბილისში კი ბულგარეთის ნაკრებთან ითამაშა.
პირველი ვიცეკაპიტანი ოთარ კიტეიშვილი იქნება, ხოლო მეორე ვიცეკაპიტანი -ოთარ კაკაბაძე.
ლაშა თაბაგარი