საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ხოლო პირველი ვიცეკაპიტანი – ოთარ კიტეიშვილი. მეორე ვიცეკაპიტანი ოთარ კაკაბაძეა. კვარაცხელიამ კაპიტნის სამკლავური გურამ კაშიასგან გადაიბარა, რომელიც საერთაშორისო კარიერას 2 ივნისს თბილისში რუმინეთთან გასამართი მატჩის შემდეგ დაასრულებს. 2019 წლიდან დღემდეგ 25 წლის კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში 47 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებს სულ სამ შეხვედრაში უკაპიტნა. 25 წლის ფეხბურთელმა კაპიტნის სამკლაურით 2025 წელს სტუმრად ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ, თბილისში კი ბულგარეთის ნაკრებთან ითამაშა.
დღეს, სიონის საპატრიარქო ტაძარში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ და კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს.
25 მარტს საქართველოსა და ისრაელის საფეხბურთო ნაკრებები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ.
საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელები მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხებენ.
25 მარტის განრიგი | მიხეილ მესხი
15:45 – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
16:15 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში (მედია დაიშვება საწყისი 15 წუთი)
17:30 – ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რან ბენ-შიმონის პრესკონფერენცია
18:00 – ისრაელის ნაკრები ვარჯიში (მედია დაიშვება საწყისი 15 წუთი)
ლაშა თაბაგარი





