ოთარ კიტეიშვილი: „კვარა კარგი კაპიტანი იქნება“

0
8

ოთარ კიტეიშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველ ვიცეკაპიტნად არჩევის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ოთარ კიტეიშვილი: „პირველ ყოვლისა, მინდა „კვარას“ კაპიტნის რანგში წარმატება ვუსურვო ამ ახალ ეტაპზე. ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული ფეხბურთელი და ლიდერი იყო. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარი კაპიტანი იქნება.
ჩემთვის ვიცეკაპიტნობა საპასუხისმგებლოა. დიდი ხანია ნაკრებში ვარ და ბევრი თამაში დამიგროვდა. ისეთი ფეხბურთელებისგან, რომლებიც მანამდე კაპიტნები იყვნენ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მიხარია, რომ ასეთი წინამორბედები მყავდა და მათი ყურება როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ შემეძლო. შევეცდები, ჩემს პასუხისმგებლობას თავი გავართვა“.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელიაა, კაპიტნის სამკლავური გურამ კაშიასგან გადაიბარა. კაშია საერთაშორისო კარიერას 2 ივნისს თბილისში რუმინეთთან გასამართი მატჩის შემდეგ დაასრულებს. 2019 წლიდან დღემდეგ 25 წლის კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში 47 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებს სულ სამ შეხვედრაში უკაპიტნა. 25 წლის ფეხბურთელმა კაპიტნის სამკლაურით 2025 წელს სტუმრად ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ, თბილისში კი ბულგარეთის ნაკრებთან ითამაშა.
პირველი ვიცეკაპიტანი ოთარ კიტეიშვილი იქნება, ხოლო მეორე ვიცეკაპიტანი -ოთარ კაკაბაძე.
ლაშა თაბაგარი