სანდრო მამუკელაშვილმა, კარიერულად მეოთხე ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა. საქართველოს ნაკრების ფორვარდის “ტორონტო რეპტორზმა” არიზონას შტატში “იუტა ჯაზი” 143:127 დაამარცხა.
ქართველმა თამაში სასტარტოში, ცენტრის პოზიციაზე დაიწყო და პარკეტზე 32 წუთი გაატარა რა დროშიც 23 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 5 ჩაჭრა მიითვალა.
“ტორონტო რეპტორზი” აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს და პლეი ოფთან ახლოსაა. კანადელები მომდევნო მატჩს 26 მარტს “ლოს ანჯელეს კლიპერსის” წინააღმდეგ გამართავენ.





