„სევილიას“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მატიას ალმეიდა დაითხოვეს. 52 წლის არგენტინელ სპეციალისტს კარისკენ ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში შინ „ვალენსიასთან“ 0:2 წაგების შემდეგ მიუთითეს. სევილიელებმა ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს – გასულ თვეში სტუმრად „ხეტაფესთან“.
არგენტინის ეროვნული გუნდის ყოფილი ნახევარმცველი „სევილიას“ 2025 წლის ივნისიდან ავარჯიშებდა. მანამდე, ის არგენტინის „რივერ პლეიტსა“ და „ბანფილდს“, მექსიკის „გვადალახარას“, აშშ-ს „სან ხოსეს“ და ათენის აეკ-ს თავკაცობდა. ალმეიდა „სან ხოსეში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილის მწვრთნელი იყო.
ლაშა თაბაგარი





