კვერნაძის ტაიმი

0
16

„ფროზინონემ“, რომელშიც გიორგი კვერნაძე გამოდის, იტალიის სერია B-ს 32-ე ტურში სტუმრად „სუდტიროლი“ 3:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა. „ფროზინონე“ 65 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.
„კარარეზემ“, რომელსაც ზამთარში დაჩი ლორთქიფანიძე შეუერთდა, სტუმრად „ბარის“ 3:1 აჯობა. ჩვენი 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო. მან „კრემონეზედენ“ „კარარეზეში“ გადასვლის მერე, სერია B-ში მესამედ ითამაშა. „კარარეზე“ 39 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი