გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგაში თავისი მე-6 მატჩი ჩაატარა. მერსისადელთა ძირითადი მეკარე ბრაზილიელი ალისონი დაშავდა და ამიტომ, კარის დაცვლა საქართველოს ეროვნული გუნდის გოლკიპერს ანდეს.
მატჩის მე-13 წუთზე მასპინძლების ფეხბურთელმა მარცხენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მყოფმა დიეგო გომესმა თავით პასი კარის შორეულ ძელთან მყოფმ უელბეკს გაუკეთა, რომელმაც თავით ანგარიში გახსნა – 1:0.
30-ე წუთზე მამარდაშვილმა თავისი ნახევრიდან პასი გააკეთა და თავისი კარისკენ ზურგით მდგომმა მცველმა დანკმა თავით ბურთი გოლკიპერ ვერბრუგენს დაუბრუნდა, რომელსაც კერკეზმა დაასწრო და საპასუხო გოლი გაიტანა – 1:1.
52-ე წუთზე კადიოღლუმ საჯარიმოს გარედან სახიფათოდ დაარტყა და მამარდაშვილმა ბურთი მოიგერია. 56-ე წუთზე მინტემა მარცხენა ფრთიდან პასი საჯარიმოში ჰინშელვუდს გაუკეთა, რომელმაც კარი წინ უელბეკი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი მასპინძლები წინ გაიყვანა.
62-ე წუთზე გომესმა დაახლოებით 20 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და მამარდაშვილმა „ცხრიანში“ წასული ბურთი მოიგერია. 68-ე წუთზე მამარდაშვილთან პირისპირ მინტე გავიდა, რომელმაც ქართველ მეკარეს ვერ აჯობა. 90-ე წუთზე გიორგი მარცხენა მახვილი კუთხიდან მიტომას არ გაატანინა.
„ლივერპულს“ 49 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი





