21-წლამდელებმა ევროშესარჩევი გერმანიაში მარცხით დაასრულეს

0
0

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევრო 2027-ის შესარჩევი ციკლის F ჯგუფში ბოლო შეხვედრა სტუმრად ლიდერ გერმანიასთან ჩაატარა, რომელთან თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 0:2 დამარცხდა. გერმანეკებმა ამჯერადაც იმავე ანგარიშით გვაჯობეს.
მატჩის მე-10 წუთზე ვახტანგ სალიამ თავის ნახევარზე დაკარგა ბურთი, რასაც გერმანელთა კონტრშეტევა მოჰყვა და დაახლოებით 20 მეტრიდან დარვიჩის დარტყმის მერე, ბურთი პეიჩინოვოჩს შეეხო, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა.
მე-17 წუთზე ბრუნერმა ჩვენი საჯარიმოს მისადგომებიდან „გაისროლა“ და ბურთმა გვერდით ძელს სანტიმეტრებში ჩაუარა.
44-ე წუთზე ნიკა დადიანმა კარგი პასით გერმანელთა საჯარიმოში გახსნილი დავით ბუკია მოძებნა, რომელიც უკნიდან ფეხებში ვარდნით ბრუნერმა აშკარად წააქცია, მაგრამ ალბანელმა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და ხელით ანიშნა, რომ გერმანელმა ბურთზე ითამაშა.
49-ე წუთზე დიეგო დეისაძემ გერმანელთა ნახევარზე ბურთი ბაუმს აართვა და საჯარიმოში შეჭრილმა მეკარისგან შორეულ კუთხეში მცირედ არაზუსტად დაარტყა. ორ წუთში ულრიხმა თავისი ნახევრიდან ბურთიანა ჩვენი საჯარიმოს ხაზამდე ირბინა და კარში დაარტყა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.
57-ე წუთზე დარვიხი საქართველოს ნაკრების საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და პასი კართან ახლოს მდგომ პეიჩინოვიჩს მისცა, რომლის ერთი შეხებით დარტყმული ბურთი კარს გადაცდა. 59-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდანნსალიამ გერმანელთა საჯარიმოში დაჩი ლორთქიფანიძეს უპასა, რომელმაც ქუსლით სახიფათოდ დაარტყა და კარს ცოტათი ააცილა.
62-ე წუთზე დოლტმურზიევმა შორი მანძილიდან დაარტყა და ბაკჰაუზმა ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც მასთან პირისპირ დარჩენილმა ალეკო ბასილაძემ კარში ვერ გადაგზავნა. 67-ე წუთზე პეიჩინოვიჩმა ქუსლით გაკეთებული პასით პეიჩინოვიჩთან პირისპირ იბრაჰიმოვიჩი დატოვა, რომელმაც ბურთი კარს ააცილა.
70-ე წუთზე ბერუაშვილმა ჩვენს საჯარიმოსითან ახლოს გადაცემა ალექსანდრე ნარიმანიძეს გაუკეთა, რომელმაც ცუდად დაამშავა ბურთი და დაკარგა, ხოლო დარვიხმა საჯარიმოში ტრესოლდი მოძებნა, რომლის პასით პეიჩინოვიჩმა ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 72-ე წუთზე ბერუაშვილმა გადაგვარჩინა, როდესაც დარვიხის სახიფათო დარტყმა გაანეიტრალა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და გერმანიამ 27 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ამდენივე ქულით საბერძნეთი მეორე პოზიციაზე გავიდა. მესამე ადგილი ჩრ.ირლანდიას ერგო, რომელმაც 14 ქულა მოიპოვა. საქართველო 10 ქულით ჯგუფში მეოთხეა. ლატვია 8 ქულით მეხუთეა, ხოლო უქულო მალტა ბოლოა.
გერმანია – საქართველო 2:0 (1:0)
6 ოქტომბერი. ბილეფელდი. სტადიონი „შუკო არენა“.
გერმანია:
ბაკჰაუზი, ბაუმი (მორგალია, 82), კოლინზი, ქუარშიე, ლუკას ულრიხი (როტე, 87), დარვიხი (მოჰია, 82), კემლეინი, ასეკო-ნკილი, პეიჩინოვიჩი (კომური, 86), ტრესოლდი (კ), ბრუნერი (იბრაჰიმოვიჩი, 65).
მთავარი მწვრთნელი:
ანტონიო დი სალვო.
საქართველო: ბერუაშვილი, ნარიმანიძე (კ), ამისულაშვილი, გიუნაშვილი, ბუკია (გრიგალავა, 82), სალია (კვარაცხელია, 78), დადიანი (ლაცაბიძე, 78), ლორთქიფანიძე (რობაქიძე, 82), ბასილაძე, დოლტმურზიევი (ჩიქოვანი, 73), დეისაძე.
მთავარი მწვრთნელის მოვალების შემსრულებელი:
გიორგი ადამია.
გოლები: 1:0 პეიჩინოვიჩი (10), 2:0 პეიჩინოვიჩი (70)
გაფრთხილება:
ნარიმანიძე (88), ჩიქოვანი (90+3)
მთავარი მსაჯი:
ფლორიან ლატა (ალბანეთი)
ლაშა თაბაგარი