სვანაძემ მოახლოებული მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

0
15

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასთან და მალტასთან გასამართი საშინაო მატჩებით განაგრძობს.
რამაზ სვანაძის გუნდი ლატვიას 27 მარტს, 19:00 საათზე, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება, ხოლო მალტას იგივე მოედანზე, იდენტურ დროს, 31 მარტს უმასპინძლებს.
აღნიშნული მატჩებისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. 21 წლამდე ნაკრებს სამი ახალწვეული შეუერთდება –ალექსანდრე ამისულაშვილი, ანდრია ბართიშვილიდა ნიკოლოზ ჩიქოვანი ახალგაზრდულში პირველად არიან გამოძახებული.
შემოდგომის შეკრებების მსგავსად, საგაზაფხულო მატჩებშიც, კვლავ ტრავმის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს “ნიუკასლის” ფორვარდი ვახტანგ სალია.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები:პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), რევაზ კურტანძე (იბერია1999).
მცველები:გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (ვაილე, დანია), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი) გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), საბა გეგიაძე (სპაერი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), გია ნადარეიშვილი (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), დიმიტრი ღურწკაია (მეშახტე ტყიბული), ვახტანგ სალია (ნიუკასლ იუნაიტედი, ინგლისი), ლუკა პარკაძე (აუსტრია ზალცბურგი, ავსტრია).
ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ლაშა თაბაგარი