აბუაშვილის მეორე გოლი საფრანგეთში, წიტაიშვილის საგოლე პასი

0
16

გიორგი აბუაშვილმა „მეცის“ მაისურით საფრანგეთის ლიგა 1-ში თავისი მეორე გოლი გაიტანა. 26-ე ტურში მეცელებმა „ტულუზა“ მიიღეს და უხვგოლიან მატჩში 3:4 დამარცხდნენ.
მატჩის 30-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 0:2 აგებდნენ, საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში მბალა მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 1:2. წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მან ლიგა 1-ში ჩატარებულ 26 შეხვედრაში 2 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.
აბუაშვილი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა. მან 88-ე წუთზე „ტულუზას“ საჯარიმოში მცველის მოგერიებული ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა და მეორეთი კარის ბადეში გადაგზავნა – 3:3. სტუმრებმა გამარჯვების გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გაიტანეს. გიორგი ქვილითაია მასპინძლების განაცხადში არ იყო. „მეცი“ 13 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი