„რუსთავი“ „გაგრასთან“ დამარცხდა

0
14

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურში „რუსთავმა“ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „გაგრა“ მიიღო და მიმდინარე სეზონში პირველი თამაში წააგო.
შეხვედრის მე-3 წუთზე ოთარ ჩოჩიამ ბურთი თავის ნახევარზე დაკარგა და რუსთაველთა კონტრშეტევა დავით უბილავამ დაიწყო, რომლის გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გასულმა ჟან ალმეიდამ ანგარიში გახსნა – 1:0. 58-ე წუთზე უკრაინელი ფორვარდი ანდრი ანდრეიჩუკი მასპინძლების საჯარიმოში ჯერ ირაკლი იაკობიძეს გაცდა, შემდეგ იაპონელ ნაკანოს და შორეულ კუთხეში „მოჭრილი“ დარტყმით გაიტანა.
84-ე წუთზე ნაკანოს ბურთი მოედნის ცენტრში წაართვეს და „გაგრელთა“ იერიშის დროს მარცხენა ფლანგიდან ბრაზილიელი პედრო ბორჟესის ჩაწოდებული ბურთი მეკარე პაპუნა ბერუაშვილმა ცუდად მოიგერია, ხოლო კარის წინ მდგომმა დავით მუჯირმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
გია ცეცაძის გაწვრთნილმა „რუსთავმა“ ამ სეზონში პირველი თამაში წააგო და 4 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეხუთეა, ხოლო სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის დამოძღვრილი „გაგრა“ ამდენივე ქულით მეშვიდეა.
რუსთავი 1:2 გაგრა 
ლაშა თაბაგარი