კვერნაძის გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა

0
9

„ფროზინონე“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კვერნაძეა, იტალიის სერია B-ს 30-ე წუთზე სტუმრად „ჩეზენასთან“ ქულები გაიყო – 2:2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-40 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში კორადომ გახსნა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე მასპინძლებიდან შპენდიმ პენალტი ვერ გამოიყენა. 59-ე წუთზე „ჩეზენადან“ თავი კორაცამ გამოიჩინა.
72-ე წუთზე „ფროზინონე“ გედიემისმა წინ გაიყვანა. 79-ე წუთზე კორაცამ დუბლი შეასრულა და საბოლოოდ, ამ გოლმა მასპინძლებს ქულა მოუტანა. „ფროზინონე“ 59 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა.
ლაშა თაბაგარი