ლაშა ოდიშარიამ „რიგასის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ლატვიის ჩემპიონატში კიდევ ერთი საგოლე პასი შეასრულა. მე-2 ტურში რიგელები სტუმრად „ლიეპაიას“ შეხვდნენ და 1:0 დაამარცხეს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის მე-14 წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ, ოდიშარიამ მარცხენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთა საჯარიმოში პანიჩს, რომელმაც თავით გაიტანა. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში შინ „ოგრე იუნაიტედთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში, ქართველმა გარემარბმა ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





