„შახტარმა“ პოლონეთში მოიგო – აზაროვი არ ათამაშეს

0
16

დონეცკის „შახტარმა“, რომელშიც ირაკლი აზაროვი გამოდის, კონფერენს ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში სტუმრად პოზნანის „ლეხს“ 3:1 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. დონეცკელები 36-ე წუთზე მარლონ გომესმა დააწინაურა, ხოლო 48-ე წუთზე ნევერტონმა თავისი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 70-ე წუთზე პოლონელებიდან იშაკმა ერთი ბურთი გაქვითა. 85-ე წუთზე უკრაინული გუნდიდან თავი ისაკიე სილვამ გამოიჩინა და ეს ბურთი მატჩში საბოლოო აღმოჩნდა. „შახტარი“ საპასუხო შეხვედრას 19 მარტს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი