„ტორპედომ“ პირველი მატჩი ჩემპიონთან მოიგო

0
8

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გერმანელი დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით ქუთაისის „ტორპედომ“ მოქმედი ჩემპიონი თბილისის „იბერია“ მიიღო და 1:0 დაამარცხა.
მატჩში ბევრი საგოლე მომენტი არ შექმნილა და საბოლოოდ, ქუთაისელებმა მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მსაჯის მიერ დამატებულ დროში მოიპოვეს. 86-ე წუთზე კოტდიბუარელი ნახევარმცველი არმელ ზოური მეტოქის ნახევარზე ურკაინელ ანდრე ბლიზნიჩენკოს ეუხეშა და პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. 90-ე წუთზე „იბერიას“ თავდამსხმელი ამირან ძაგანია მეორედ „გააყვითლეს“ და შესაბამისად გააძევეს.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე ხორვატმა მატეო ითრაქმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და შეტევაში ჩართულმა მცველმა ცოტნე ნადარიამ თავით გამარჯვების გოლი გაიტანა, სეზონის სტარტზე ზედიზედ ორი მარცხის მერე, „ტორპედომ“ პირველი თამაში მოიგო.
ტორპედო 1:0 იბერია 1999 
ლაშა თაბაგარი