ვასილიოს გორდეზიანმა ” ელას სირუსში” გადასვლის შემდეგ საბერძნეთის რანგით მეორე ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მისმა გუნდმა სტუმრად ” კალითეასთან” მატჩი 1:1 დაასრულა. სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექსფორვარდმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა, როდესაც მცველის შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა. შეგახსენებთ, რომ ის გასულ წელს თბილისის “დინამოში” გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი





