საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურში საქართველოს ნაკრების შემტევის ზურიკო დავითაშვილის “სენტ ეტიენმა” “რედ სტარს” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
„წმინდანების“ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ზურიკო დავითაშვილმაც დაიდო – ჯერ კევინ პედროს გაატანინა, შემდეგ – ლუკა სტასენს.
დავითაშვილმა კარისკენ ერთადერთხელ დაარტყა, მაგრამ ექვსი მწვავე პასი შეასრულა – მისი 29 პასიდან 28 ზუსტი იყო.
ზურიკო “სენტ ეტიენის” რიგებში 11 გოლი აქვს გატანილი, ამჯერად პასებიც მიამატა და ჯამში სამი შედეგიანი გადაცემა გაუხდა.
“სენტ ეტიენი” სატურნირო ცხრილში 49 ქულით მეორე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 14 მარტს “გრენობლის” წინააღმდეგ გამართავს.





