„რიეკა“, რომელსაც თორნიკე მორჩილაძე ზამთარში შეუერთდა, ხორვატიის თასის 1/2-ფინალში გავიდა. 1/4-ფინალში „რიეკამ“ სპლიტის „ჰაიდუკი“ მიიღო და 3:2 დაამარცხა.
ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო. სტუმრები მატჩს ორჯერ იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ანგარიში ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-19 წუთზე გაათანაბრეს, ხოლო ერთ წუთში გამარჯვების გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





