„დუნაისკა სტრედა“, რომელშიც მცველი ცოტნე კაპანაძე და ფორვარდი გიორგი გაგუა გამოდიან, სლოვაკეთის თასს გამოეთიშა. 1/4-ფინალში „დუნაისკ სტრედა“ სტუმრად „კოშიცეს“ შეხვდა და 0:4 დამარცხდა. ქართველი ლეგინერებიდან მხოლოდ კაპანაძემ ითამაშა, რომელიც სასტარტოში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. გაგუა ტრავმის გამო განაცხადში ვერ მოხვდა. ცნობისთვის, კაპანაძე, სლოვაკეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. განვლილ ტურში „დუნაისკა სტრედამ“ გასვლაზე „ჟილინასთან“ 0:0 ითამაშა და ქართველი მარჯვენა მცველი თავის გუნდში გამორჩეული იყო. შეგახსენებთ, რომ ის სლოვაკეთის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ლაშა თაბაგარი





