თომა ტაბატაძემ, რომელიც ზამთარში „კოკანდს“ შეუერთდა, ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა.
უზბეკეთის სუპერლიგის მე-2 ტურში „კოკანდმა“ ტაშკენტის „ფახთაქორი“ მიიღო და 1:2 დამარცხდა. ტაბატაძემ შეუცვლელად ითამაშა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე, როდესაც სტუმრები 2:0 იგებდნენ, პენალტი ზუსტად დაარტყა.
ლაშა თაბაგარი





