უზბეკეთის სუპერლიგის მე-2 ტურში შემდგარ „ქართულ“ დერბიში თავი ჯაბა ჯიღაურმა და ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გამოიჩინეს.
„ყიზილყუმმა“ „ანდიჟანს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მასპინძლებში ჯიღაურმა შეუცვლელად ითამაშა და 27-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 35-ეზე დაახლოებით 25 მეტრიდან არცთუ ძლიერად დაარტყა, რის შემდეგ ბურთი მეკარისგან დაბალ კუთხეში აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაბრაძე „ყიზილყუმის“ სასტარტოში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს.
76-ე წუთზე ანდრონიკაშვილმა დაახლოებით 30 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა, რის მერე კარის ბადეში გაეხვა. იმედა აშორტია „ანდიჟანის“ სასტარტოშ მოხვდა და 88-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი





