კიკე სანჩეს ფლორესი „ალავესს“ გაწვრთნის

0
15

„ალავესს“ კიკე სანჩეს ფლორესი გაწვრთნის, რომელმაც თანამდებობიდან დათხოვნილი არგენტინელი სპეციალისტი ედუარდო კოუდეტი შეცვალა. ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით გუნდმა ბოლო ხუთ შეხვედრაში 2 ქულა აიღო.
61 წლის ესპანელმა ვიტორიულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გააფორმა. ის ბოლოს „სევილიას“ წვრთნიდა, რომლიდან 2024 წლის ივნისში დაითხოვეს.
კიკე სანჩეს ფლორესს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ასევე „ხეტაფეს“, „ვალენსიას“,  „ბენფიკას“, მადრიდის „ატლეტიკოს“, „ალ-აჰლის“, „ალ-აინის“, „უოტფორდის“, „ესპანიოლის“ და „შანხაი შენხუას“ თავკაცად უმუშავია.
ლაშა თაბაგარი