„ზირე“, რომელშიც ფორვარდი დავით ვოლკოვი და შემტევი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი გამოდიან, აზერბაიჯანის თასის 1/2-ფინალში გავიდა.
„ზირემ“ 1/4-ფინალის საპასუხო მატჩში „სუმგაითს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა.
ორივე ქართველის ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო – პაპუნაშვილი 63-ე წზე შეცვალეს, ხოლო ვოლკოვი ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე. 28-ე წუთზე „ზირეს“ კაპიტანმა ალიევმა მეტოქის საჯარიმოში პასი ვოლკოვის მიმართულებით გააკეთა, რომელმაც ვარდნაში თავით ეფექტური გოლი გაიტანა. 88-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი ნურიევმა გამოიჩინა. მიმდინარე სეზონში ვოლკოვმა თასზე თავი პირველად გამოიჩინა, ხოლო ჩემპიონატში ჩატარებულ 11 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





