კვარაცხელია “ჩელსის” შეხვდება

0
32

პსჟ, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში დაუპირისპირდება. ეს დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომელშიც ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ექსნახევარმცველი ივან რაკიტიჩი მონაწილეობდა.
“რეალი” (მადრიდი) – “მანჩესტერ სიტი”
“ბოდო-გლიმტი” – “სპორტინგი” (ლისაბონი)
პსჟ – “ჩელსი” (ლონდონი)
“ნიუკასლი” – “ბარსელონა”
“გალათასარაი” (სტამბოლი) – “ლივერპული”
“ატლეტიკო” (მადრიდი) – “ტოტენჰემი”
“ატალანტა” (ბერგამო) – “ბაიერნი” (მიუნხენი)
“ბაიერი” (ლევერკუზენი) – “არსენალი” (ლონდონი)
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩები 10-11 მარტს ჩატარდება, ხოლო ხოლო საპასუხო 17-18 მარტს.
1/4-ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
პსჟ – “ჩელსი” (ლონდონი)/ “გალათასარაი” (სტამბოლი) – “ლივერპული”
“რეალი” (მადრიდი) – “მანჩესტერ სიტი”/”ატალანტა” (ბერგამო) – “ბაიერნი” (მიუნხენი)
“ნიუკასლი” – “ბარსელონა”/”ატლეტიკო” (მადრიდი) – “ტოტენჰემი”
“ბოდო-გლიმტი” – “სპორტინგი” (ლისაბონი)/”ბაიერი” (ლევერკუზენი) – “არსენალი” (ლონდონი)
1/4-ფინალის პირველი შეხვედრები 7-8 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო – 14-15 აპრილს.
1/2-ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
პსჟ – “ჩელსი” (ლონდონი)/ “გალათასარაი” (სტამბოლი) – “ლივერპული” vs “ნიუკასლი” – “ბარსელონა”/”ატლეტიკო” (მადრიდი) – “ტოტენჰემი”
“რეალი” (მადრიდი) – “მანჩესტერ სიტი”/”ატალანტა” (ბერგამო” – “ბაიერნი” (მიუნხენი) vs “ბოდო-გლიმტი” – “სპორტინგი” (ლისაბონი)/”ბაიერი” (ლევერკუზენი) – “არსენალი” (ლონდონი)
1/2-ფინალის პირველი თამაშები 28-29 აპრილს შედგება, ხოლო საპასუხო – 5-6 მაისს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში „პუშკაშ არენაზე“ ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი