საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში პსჟ-მ „მეცი“ მიიღო და უპრობლემოდ 3:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან სასტარტოში მხოლოდ გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა ითამაშა, რომელიც 89-ე წუთზე შეცვალეს.
ხვიჩა კვარაცხელია მასპინძლების რიგებში მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა, გარემარბი გიორგი აბუაშვილმა „მეცში“ 66-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო ფორვარდმა გიორგი ქვილითაიმ 78-ედან.
მატჩის მე-3 წუთზე ანგარიში დეზირე დუემ გახსნა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტად დაარტყა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე პსჟ-ს ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, „მეცის“ მცველმა ბურთი ვერ მოიგერია, გონსალუ რამუშის გადაცემა კი, ბარკოლამ გოლად აქცია. 77-ე წუთზე ლუკა ერნანდესმა მეტოქის ნახევარზე „მეცის“ ფეხბურთელს ვარდნაში აართვა ბურთი, რომელიც რამუშს მიუვიდა, ხოლო უკანასკნელი სტუმართა საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა და გაიტანა.
მოქმედი ჩემპიონი პსჟ 54 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, ხოლო „მეცი“ 13 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





