„უოტფორდმა“ წარუმატებელი სერია შეწყვიტა – გოგლიჩიძის სასტარტო, ჩაკვეტაძე შეცვლაზე

0
32

„უოტფორდში“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე და საბა გოგლიჩიძე გამოდიან, ინგლისის ჩემპიონშიფში მოუგებელი სერია შეწყვიტა. 33-ე ტურში უოტფორდელები სახლში „დერბი ქაუნთის“ შეხვდნენ და 2:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ საბა გოგლიჩიძე იყო, რომელიც 86-ე წუთზე შეცვალეს. თამაშის შემდეგ, ის გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა 35 წლის ედვარდ სტილმა შეაქო.
შემტევი ნახევარმცველი ჩაკვეტაძე თადარიგში იყო და თამაშში 23-ე წუთზე ტრავმირებული მაამას ნაცვლად ჩაერთო, ხოლო 52-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მასპინძლებიდან პირველი გოლი მე-5 წუთზე კიერუმგაარდმა გაიტანა, ხოლო 90-ე წუთზე „დერბის“ კარი დუმბიამ აიღო.
ჩემპიონშიფში ზედიზედ 7 მატჩის ვერმოგების (4 ფრე და 3 წაგება) შემდეგ, „უოტფორდმა“ 3 ქულა აიღო – 48 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი