მიქაუტაძემ „ვილიარეალს“ სტუმრად მოაგებინა

0
16

„ვილიარეალმა“ გიორგი მიქაუტაძის წყალობით ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურის გადადებულ მატჩში სტუმრად „ლევანტესთან“ სამი ქულა აიღო. საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა მოედანზე 89 წუთი გაატარა და მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მიქაუტაძე 57-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი პეპესთან გაითამაშა, რის შემდეგ კარში ზუსტად დაარტყა – 0:1. მან მეტოქეთა კარი ზედიზედ მესამე შეხვედრაში აიღო. 81-ე წუთზე მიქაუტაძეს დუბლის შესრულების შანსი ჰქონდა, როდესაც მასპინძლების საჯარიმოში მყოფმა ცარიელ კარში დაარტყა, მაგრამ მცველმა დე ლა ფუენტემ ბურთი მოიგერია. 25 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მიქაუტაძემ ესპანეთის თასის სამ შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფაზის შვიდ თამაშში ასევე ერთი გოლი მიითვალა. „ვილიარეალი“ 48 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი