ბრატისლავას „სლოვანი“, რომელშიც გურამ კაშია გამოდის, სლოვაკეთის თასის გათამაშებას ნაადრევად დაემშვიდობა. 1/8-ფინალში ბრატისლაველები სტუმრად ტრნავის „სპარტაკთან“ პენალტების სერიაში დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მასპინძლების შემადგენლობაში ლუკა ხორხელს სათადარიგოთა სკამზე ყოფნა აკმარეს.
შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა – ტრნაველებიდან მე-60 წუთზე ანგარიში მეტსოკომ გახსნა, სტუმრებიდან კი საპასუხო ბურთი კუხარევიჩმა გაიტანა. მასპინძლებმა პენალტების სერიაში 5:3 გაიმარჯვეს.
ლაშა თაბაგარი





