„რუსთავი“ სლოვაკებთან დამარცხდა

0
16

„რუსთავმა“ გია ცეცაძის ხელმძღვანელობით თურქულ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგური მატჩი სლოვაკეთის რანგით მეორე ლიგის ლიდერ ბანსკა ბისტრიცას „დუკლასთან“ ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.
რუსთაველებიდან ერთადერთი გოლი იაპონელმა ლეგიონერმა იუტა ნაკანომ გაიტანა. განვლილ შეხვედრაში ცეცაძემ ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა:
ერუაშვილი, ოლივიერა, ანდღულაძე, ჩიქოვანი, უბილავა, ნაკანო, ფაცაცია, ალმეიდა, პამი, კესი, პრინცი.
შეცვლაზე შევიდნენ: მაშავა, ჯაფარიძე ქუთათელაძე ნ, გუჯაბიძე, სლავიცკი, ა. ქუთათელაძე, ჩხეიძე, ჭუმბურიძე.
ლაშა თაბაგარი