ბათუმის „დინამომ“ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით თურქულ შეკრებაზე მეექვსე საკონტროლო შეხვედრა გამართა. შავიზღვისპირელები უზბეკეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ „სოგდიანას“ შეხვდა და 0:2 წააგო. ბათუმელებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაუშვეს – პირველი მე-7 წუთზე, ხოლო მეორე 37-ე წუთზე.
განვლილ შეხვედრაში „დინამოს“ სასტარტო შემადგენლობაში ასეთი იყო: კუპატაძე, მახარაძე, ცხომელიძე, თედორაძე, გოგმაჩაძე, ფუტკარაძე, ზოიძე, ჯაფარიძე, აბუსელიძე, თავდგირიძე, გოგრაჭაძე.
სათადარიგოები: ისმაილოვი, ქაფიანიძე, ლაკვეხელიანი, ჩიტეიშვილი, მილჩენკო, კოხრეიძე, წულუკიძე, კირკიტაძე, კალანდარიშვილი, მარა, დუმბაძე, მანდრიჩენკო.
„დინამომ“ შეკრებაზე ზედიზედ მეექვსე თამაში წააგო.
ლაშა თაბაგარი





